eduroam CAT
eduroam-თან დაკავშირება შესაძლებელია მარტივად მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანით, მაგრამ თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ არსებობს eduroam CAT (https://cat.eduroam.org/)-ი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, მოძებნოთ თქვენი ორგანიზაცია და გადმოწეროთ საინსტალაციო ვერსია თქვენთვის საჭირო ოპერაციული სისტემისთვის.

შედიხართ საიტზე და აჭერთ Download your eduroam installer ღილაკს




შემდეგ გამოდის ფანჯარა, სადაც ეძებთ და ირჩევთ თქვენს ორგანიზაციას





შემდეგ ირჩევთ თქვენთვის საჭირო ოპერაციულ სისტემას და იწყება საინსტალაციოს გადმოწერა.




საინსტალაციო ფაილის გადამოწერის შემდეგ, აყენებთ თქვენს კომპიუტერში (ტელეფონში, ტაბლეტში და სხვა). ინსტალაციის დროს შეიყვანთ თქვენს მომხმარებელის სახელს და პაროლს, რის შემდეგაც ავტომატურად მოხდება დაკავშირება eduroam-თან.