eduroam-ში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მათ შორის - უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, ბიბლიოთეკებს, სასწავლო ცენტრებს, სკოლებს და სხვა.
საკუთარი RADIUS სერვერის გამართვა ფიზიკურ ან ვირტუალურ სერვერზე და Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით.
პატარა ორგანიზაციებისთვის მხოლოდ Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით, რომელიც დაუკავშირდება „გრენა“-ში განთავსებულ RADIUS სერვერს.
IEEE 802.1X არის პროტოკოლი რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ქსელურ მოწყობილობებს შეუძლიათ მომხმარებლების ავტორიზაცია მოახდინონ RADIUS სერვერის მეშვეობით. დღესდღეობით ამ პროტოკოლის მხარდაჭერა გააჩნია თითქმის ყველა თანამედროვე WiFi მოწყობილობას.
RADIUS (Remote Authentication Dial-In User Service) სერვერი არის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ აუტენტიფიკაციას, ავტორიზაციას და მონაცემების შეგროვება/აღრიცხვას. RADIUS სერვერის საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას მომხმარებლების (ამ შემთხვევაში WiFi კლიენტების) მონაცემთა ბაზა. WiFi მოწყობილობები RADIUS სერვერის გავლით უკავშირდებიან ამ ბაზას, შედეგად ვიღებთ მოქნილ ფუნქციონალს, ყველა მომხმარებელისათვის პერსონალურ WiFi პაროლს და ცენტრალიზირებული მართვის მექანიზმს.