eduroam-ში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, ამისათვის საჭიროა:
1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილი eduroam სერვისში ჩართვის შესახებ.
2. eduroam ხელშეკრულების გაფორმება ორგანიზაციასა და ასოციაცია „გრენა“-ს შორის.
3. „გრენა“-ს სპეციალისტების დახმარებით eduroam-ში ჩართვის ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
არსებობს eduroam-ში ჩართვის ორი ტექნიკური შესაძლებლობა:
1. თქვენს ორგანიზაციაში იმართება RADIUS სერვერი, Access Point-ებზე ან Wireless Controller-ზე, კონფიგურირდება ახალი SSID "eduroam" და მომხმარებლები აუტენტიკაციას გადიან RADIUS სერვერზე.
- ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ RADIUS სერვერი, Wireless Controller-ზე ან Access Point -ებზე IEEE 802.1X პროტოკოლის მხარდაჭერა და ერთი SSID-ს დამატება.
- უნდა დაუკავშირდეთ „გრენა“-ს ტექნიკურ პერსონალს რომელიც მოგაწვდით ინტრუქციას თუ როგორ და რა ტექნიკური პარამეტრებით უნდა გამართოთ სერვისი. სურვილის შემთხვევაში ჩვენ თვითონ გაგიმართავთ RADIUS სერვერს და დაგეხმარებით Access Point-ების კონფიგურირებაში.
- RADIUS სერვერისთვის საკმარისია მინიმალური რესურსები, მაგალითად: 1 CPU CORE, 1GB RAM 15GB HDD.
2. პატარა ორგანიზაციების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მიდგომა, Access Point-ებზე ან Wireless Controller-ზე კონფიგურირდება ახალი SSID "eduroam" და მომხმარებლები აუტენტიკაციას გადიან „გრენა“-ში განთავსებულ RADIUS სერვერზე, რომელზეც მომხმარებლის გაწერას ახდენთ
https://eduroam.grena.ge პორტალის საშუალებით.
- საჭიროა გქონდეთ წვდომა ორგანიზაციის ელ-ფოსტაზე, შეგეძლოთ DNS ჩანაწერის გაკეთება და Access Point-ების ან Wireless Controller-ის კონფიგურირება.
- რეგისტრირდებით პორტალზე: https://eduroam.grena.ge/geo/register რის შემდეგაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებას, ვამოწმებთ თქვენი რეგიტრაციის დეტალებს და ვადასტურებთ.
- ამის შემდეგ თქვენ იღებთ მეილს ექაუნთის აქტივაციის ლინკით, ლინკზე გადასვლისას აქტიურდება თქვენი ექაუნთი და უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ დომენის ვალიდაცია, რაც მოიცავს თქვენს DNS-ში eduroam საბდომენის დამატებას რომელიც უნდა მიემართებოდეს 217.147.229.7 IP მისამართისკენ და აჭერთ ღილაკს Vilidate Domain თქვენს ექაუნთში.
- დომენის ვალიდაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენს ექაუნთში ამატებთ Access Point-ებს ან Wireless Controller-ს, რომლის დეტალური ინსტრუქცია და ტექნიკური დეტალები გამოგიჩნდებათ თქვენს ექაუნთში.
- თუ დომენის ვალიდაცია წარმატებით არ დასრულდა ჩვენ დაგიკავშირდებით პრობლემის თაობაზე.
- შემდეგი ეტაპი არის მომხმარებლის დამატება და მართვა.მომხმარებლის ფორმატი არის: "username"@"domain" სადაც დომენი აუცილებლად უნდა ბოლოვდებოდეს .ge-ზე და აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.