eduroam (education roaming) არის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისი - შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. საგანმანათლებლო როუმინგი ხორციელდება მომხმარებლის ინფორმაციის (სახელი და პაროლი) შემოწმებით მის ორგანიზაციაში განთავსებულ RADIUS სერვერზე.
საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს eduroam სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.
eduroam-ში ჩართვა შეუძლიათ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ორი სხვადასხვა მეთოდით:
- პირველ შემთხვევაში საჭიროა ფიზიკური ან ვირტუალური სერვერი მინიმალური რესურსებით და Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით.
- მეორე შემთხვევაში, პატარა ორგანიზაციებისთვის ჩართვა, შესაძლებელია მხოლოდ Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით.