მთავარი
eduroam (education roaming) არის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისი - შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. საგანმანათლებლო როუმინგი ხორციელდება მომხმარებლის ინფორმაციის (სახელი და პაროლი) შემოწმებით მის ორგანიზაციაში განთავსებულ RADIUS სერვერზე.

საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს eduroam სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.

eduroam-ი ხელმისაწვდომია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://eduroam.grena.ge/geo/countries

ასვე შეგიძლიათ იხილოთ, თითოეულ ქვეყანაში თუ რა ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი eduroam-ი: https://monitor.eduroam.org/map_service_loc.php

eduroam-ში ჩართვა შეუძლიათ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ორი სხვადასხვა მეთოდით:

  • პირველ შემთხვევაში საჭიროა ფიზიკური ან ვირტუალური სერვერი მინიმალური რესურსებით და Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით.
  • მეორე შემთხვევაში, პატარა ორგანიზაციებისთვის ჩართვა, შესაძლებელია მხოლოდ Access Point-ები 802.1X-ის მხარდაჭერით.